
მიუნხენის აეროპორტი დრონების გამო თითქმის 7 საათით დახურეს.
აეროპორტმა მუშაობა გერმანიის დროით 22:00 საათზე შეწყვიტა, გაუქმდა 17 რეისი, რის გამო 3 000 მგზავრი დაზარალდა.
გარდა ამისა, ფრენები, რომელიც მიუნხენის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო, გერმანიის ქალაქებში - შტუტგარტში, ფრანკფურტსა და ნიურნბერგში, ნაწილი კი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადამისამართდა.
აეროპორტმა მუშაობა დილის 05:00 საათისთვის აღადგინა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რათა დაადგინოს, ვის ეკუთვნოდა უპილოტო საფრენი აპარატები.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ევროპის თავზე დრონები უნებართვოდ დაფრინავენ. დრონების გამოჩენის გამო რამდენიმე დღის წინ მუშაობა შეაჩერა კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტებმა.