კალაძე: როგორც მერს, მეამაყება განვლილი გზა, რომელმაც დაატყო მკაფიო კვალი თბილისს

ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო თბილისზე, რადგან ბოლო რვა წლის მანძილზე წარმატებით გავიარეთ საკმაოდ რთული გზა საიმისოდ, რომ დღეს ჩვენ თამამად ჩაგხედოთ თვალებში და არ მოგვერიდოს თქვენთან საუბარი.

როგორც თბილისის მერს, მეამაყება განვლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო მკაფიო კვალი თბილისს და დღეს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, თავს უფლებას ვაძლევ, გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ.

თქვა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო მიმართვაში.