ხაბეიშვილი 4 ოქტომბერზე: დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებაში

სისხლი მეყინებოდა, როცა დალეწილ, დასისხლიანებულ ახალგაზრდებს ვუყურებდი… რამდენიმე დღეში, ერთი ახალგაზრდის გადასარჩენად გაქცეულს, სახის ძვლები მეც დამილეწეს… სულიერად და მენტალურად ამან უფრო გამაძლიერა. ხორცი მეწვოდა, როცა ერთმანეთის მიყოლებით დატყვევებულ სინდისის პატიმრებს ვუყურებდი.

ახლა მეც ბორკილდადებული ტუსაღი ვარ. ხვალ ჩემი გული თქვენთან იქნება. კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევაგდებდი ჩემს ტყავს და თავისუფლებას ამ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებაში. შევხვდებით მალე

წერს პატიმრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით.