ონკოპაციენტები კობახიძეს შეხვდებიან

ონკოპაციენტები კობახიძეს შეხვდებიან

ონკოპაციენტები ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. ინფორმაციას ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელი გვანცა აფხაძე ავრცელებს.

ონკოპაციენტებმა უწყვეტი აქციები დაიწყეს და ამ დრომდე მთავრობის ადმინიტრაციასთან იმყოფებიან.

"მეგობრებო ლაივში ვერ გავდივარ, მინისტრი ჩამოვიდა და ბატონ ირაკლი კობახიძესთან შევდივართ შეხვედრაზე! ბრძოლასყოველთვის აქვს აზრი"- წერს ის.

ონკოპაციენტებმა უწყვეტი პროტესტი დაიწყეს იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

მთავრობის სხდომა დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისე ჩაატარა, რომ ონკოპაციენტები საერთოდ არ უხსენებია.

***

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის - წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ.

ასევე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.