2008 წლის ომზე განცხადების კრიტიკის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქართველ ჯარისკაცებს "გმირებს", მიხეილ სააკაშვილს კი ლაჩარს უწოდებს.
"სხვა დროისთვის რომ იცოდეთ, კიდევ ერთხელ:
ჩვენი ჯარისკაცები გმირები არიან, იყვნენ და იქნებიან, ლაჩარი თქვენი ბელადი სააკაშვილია", - წერს რიჟვაძე Facebook-ზე.
15 ივნისს თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომს "ლაჩრულად წაგებული" უწოდა.
მან განაცხადა, რომ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ "ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ მწვანე აუნთო აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს".
რიჟვაძის განცხადებას აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რიჟვაძემ ამ განცხადებით 2008 წლის ომში მებრძოლებს შეურაცხყოფა მიაყენა.