ომის 457-ე დღე

ომის 457-ე დღე

რუსეთის მორიგი სასტიკი დანაშაული უკრაინაში. საოკუპაციო ძალებმა ქალაქ დნიპროში საავადმყოფო დაბომბეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე დაშავებულს შორის კი მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. ქალაქში 27 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ომის 457-ე დღეს უკრაინის მიმართულებით რუსებმა 17 რაკეტა და 31 დრონი გაუშვეს. უმეტესობა უკრაინელებმა ჰაერშივე გაანადგურეს.