ომის 2 წელი - დროება

ომის 2 წელი - დროება

"ომი რუტინად არ უნდა იქცეს. არ დაივიწყოთ უკრაინა! არ დაიღალოთ უკრაინით! არ დაუშვათ, რომ ჩვენი თავდადება მოდიდან გადავიდეს!" - ზელენსკის შიშნარევი, თითქოს წინასწარმეტყველება წიგნიდან "გზავნილი უკრაინიდან". როდესაც ხედავ, როგორ გახდა რუსეთის ბარბაროსობა ამერიკული შიდა პოლიტიკის საკითხი, რთულია არ გაგიჩნდეს განცდა, თითქოს უკრაინა მიატოვეს, უკრაინით დაიღალნენ, უკრაინის თავდადება მოდიდან გადავიდა, თუმცა აქვე ჩვენ გვესმის პრეზიდენტ ბაიდენის, ამერიკელი რესპუბლიკელების და დემოკრატების დიდი უმრავლესობის მხარდამჭერი განცხადებები და მზაობა ახალი დახმარების შესახებ ასე საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად.