ომი ახლო აღმოსავლეთში - ფორმულა ისრაელიდან

ომი ახლო აღმოსავლეთში - ფორმულა ისრაელიდან

გადამწვარი სახლები, მიწასთან გასწორებული დასახლება - ჰამასის სრული სისასტიკე საკუთარი თვალით ნახეს ფორმულას ჟურნალისტმა თეა თეთრაშვილმა და ოპერატორმა დავით ახალაძემ კიბუც კფარ-აზაში. ეს ღაზის სექტორის საზღვართან მდებარე დასახლებაა, რომელიც ტერორისტებმა მიზანში 7 ოქტომბერს ამოიღეს. ჰამასმა სასტიკი სიკვდილისთვის გაიმეტა ბავშვები, ქალები, მოხუცები. კიბუცში ფორმულა საერთაშორისო მედიასთან ერთად შევიდა.