სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა დღეს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ყველა დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ.
"სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს", - წერია განცხადებაში.