12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
საქართველოს სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ. გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ.
"სახელმწიფოს მიერ ვეტერანებისთვის შექმნილი სოციალური გარანტიები არის ეროვნული სოლიდარობის და აგრეთვე, იმ მსხვერპლის აღიარების ინდიკატორი რაც ვეტერანების მხრიდან სახელმწიფოს კეთილდღეობის მიზნებისთვის საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაში გამოიხატა. სწორედ აღნიშნული გარემოების გამო სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ მოაქციოს, ხელი უნდა შეუწყოს და წაახალისოს ვეტერანების მიერ სოციალური და ეკონომიკური უფლებებით ეფექტური სარგებლობა", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით "სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ" განისაზღვრა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა. კერძოდ, ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება:
ამასთან, მთავრობის 2012 წლის დადგენილებით სოციალური პაკეტი ენიშნებათ:
ამავე დადგენილების მიხედვით დაუშვებელია: სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება; სოციალურ პაკეტთან ერთად "სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღება.
საქართველოს სახალხო დამცველმა მოცემული წინადადებით მიმართა მთავრობას - განიხილოს შესაბამის დადგენილებებში იმგვარი ცვლილების შეტანის საკითხი, რომ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა ერთდროულად ისარგებლონ, როგორც სოციალური პაკეტით, ასევე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ამასთან, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება არც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეეზღუდოთ.