სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს.
ომბუდსმენის ცნობით, 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 71 პირმა ითხოვა რეაგირება, რის თაობაზეც სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
ცხელ ხაზზე შევიდა 382 შეტყობინება.