ლაგუნა ვერე, რომელსაც დედაქალაქს ჰპირდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი დეპუტატის მარიკა ვერულაშვილის კომპანიაზე გადააფორმა. ადგილი გმირთა მოედანზე ცათამბჯენების ნაწილი გახდება. გარიგების ნაწილია აბრეშუმის ფაბრიკა და იპოდრომის ტერიტორია. ვინ დგას ვერულაშვილის უკან. ვერულაშვილის მძახალია სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე აბრამოვი, სწორედ აბრამოვით დაინტერესდა მედია.