ოლეკასი: გავეცანი რა გააკეთა საქართველომ 12 პუნქტისთვის, ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს

გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პუნქტის შესასრულებლად. ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ, თუმცა, ვფიქრობ, ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაცია ძალიან ძლიერია. უმრავლესობამ, მმართველმა გუნდმა უნდა გამონახოს საშუალება, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ჯოზას ოლეკასმა ევროპარლამენტის კომიტეტზე, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავდნენ.