ოქრუაშვილს არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე არმისვლის გამო ბრალდება წარუდგინეს

ოქრუაშვილს არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე არმისვლის გამო ბრალდება წარუდგინეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო ბრალდება წარედგინა. მან პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

"არავის აქვს მორალური უფლება, გამოცხადდეს იმ მასკარადზე, ე.წ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის, მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი"- თქვა ოქრუაშვილმა.

27 მარტს, ე.წ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას გადასცა.

ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.

მუხლი ერთი წლით პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.