ოხანაშვილმა დარბაზიდან მეხუთე დეპუტატი, თაკო ჩარკვიანიც გააძევა

ოხანაშვილმა დარბაზიდან მეხუთე დეპუტატი, თაკო ჩარკვიანიც გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი გააძევა.

ოხანაშვილმა ჩარკვიანს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და გაფრთხილება მისცა.

"ქალბატონო თაკო, გაფრთხილებული ბრძანდებით. გაგრძელების შემთხვევაში, დატოვებთ დარბაზს. ბოლოჯერ გაფრთხილებთ, ნუ საუბრობთ მიკროფონის გარეშე. დარბაზი დატოვეთ. ტექნიკური შესვენება, დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო თაკო", - თქვა ოხანაშვილმა.

მანამდე, ოხანაშვილმა ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს, თამარ კორძაიას, ლევან ბეჟაშვილს და გიორგი ვაშაძეს დაატოვებინა დარბაზი.

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.