ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კობახიძის მრჩევლად დაინიშნა

ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კობახიძის მრჩევლად დაინიშნა

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

მისივე თქმით, ოხანაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ანალიტიკურ მუშაობას გაუძღვება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციებს შეიმუშავებს. კობახიძემ მას მადლობა გადაუხადა სუს-ის უფროსის პოსტზე შესრულებული სამუშაოსთვის.