ოკუპირებული სოხუმი და გროზნო "დაძმობილებული" ქალაქები გახდნენ

ოკუპირებული სოხუმი და გროზნო "დაძმობილებული" ქალაქები გახდნენ

გროზნოში ხელი მოეწერა ე.წ. შეთანხმებას, რომლის თანახმადაც გროზნო და ოკუპირებული სოხუმი "დაძმობილებული" ქალაქები გახდნენ.

ე.წ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს გროზნოს მერმა ხას-მაგომედ კადიროვმა და ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო მერმა ბესლან ეშბამ.

"შეთანხმებაში" აღნიშნულია, რომ "მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ღია დიალოგისთვის პირობების შექმნას, თანამშრომლობას და კონტაქტების გაფართოებას".

ოკუპირებული სოხუმი და გროზნო სამეცნიერო, ტექნიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ სფეროებში ითანამშრომლებენ.