ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლა იყო - ერთი დეპუტატი დაიღუპა, ერთი დაიჭრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლა იყო - ერთი დეპუტატი დაიღუპა, ერთი დაიჭრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლა იყო.

ტელეგრამ არხი AMRA-life წერს, რომ სროლის შედეგად ერთი დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა, ერთი კი, ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა.

ტელეგრამ არხზე გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის კანონპროექტი განიხილებოდა.

დაპირისპირება ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის მოხდა, რა დროსაც, ხარაზიამ იარაღი ამოიღო და კვარჩიას ესროლა, გოლანძია კი მათ გაშველებას ცდილობდა.

"შეხვედრისას ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და კანს ესროლა. დაღუპული ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა", - ნათქვამია ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში.