ოკუპირებულ სოხუმში აფხაზ ხელოვანთა ოქროს ფონდი დაიწვა.
განადგურებულია გალერეაში დაცული ყველა ნამუშევარი. საუბარია 4 000-მდე ეგზემპლარზე.
ცეცხლი შენობაში დილის 4 საათზე გაჩნდა, თუმცა მისი ჩაქრობა სამი საათის განმავლობაში ვერ მოახერხეს.
წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. სამხატვრო გალერეის დირექტორის თქმით, გალერეას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.