ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში პუტინის ძეგლი გამოჩნდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში პუტინის ძეგლი გამოჩნდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ძეგლი გამოჩნდა.

გამოცემა ეხო კავკაზა ტელეგრამ არხ Baeston-ზე დაყრდნობით წერს, რომ "პუტინის ჩამოსხმული ბრინჯაოს ქანდაკება" რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ძამბოლატ თედეევმა მშობლიურ სოფელ წორბისში დაამონტაჟა.

როგორც ტელეგრამ არხი წერს, თედეევი სოფელს ეწვია ახალგაზრდებთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთიდან და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და მათ "ვლადიმირ პუტინისა და 2008 წლის მოვლენების შესახებ" მოუყვა.

2020 წელს თედეევი წორბისში საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატივითაც გამოვიდა. Baeston-ის ტელეგრამის არხის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, პუტინის სკულპტურა სოფელში სტალინის ძეგლის გვერდით გამოჩნდა.