ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი Mi-24 ჩამოვარდა. შემთხვევა გულრიპშის რაიონში მოხდა.

როგორც გამოცემა აფსნიპრესს უთხრეს, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

ადგილზე მაშველები მუშაობენ. ავიაკატასტროფის მიზეზები უცნობია.