ოკუპანტებმა უკრაინას 13 შაჰიდი დაუშინეს, 10 დრონი უკრაინელებმა ჩამოაგდეს

ოკუპანტებმა უკრაინას 13 შაჰიდი დაუშინეს, 10 დრონი უკრაინელებმა ჩამოაგდეს

დღეს ღამით, რუსი ოკუპანტები უკრაინას თავს დაესხნენ და 13 შაჰიდი გამოიყენეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, 13 დრონიდან 10 უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფორმაცია დაღუპულებზე ასევე არ ვრცელდება. გარდა ამისა, რუსებმა 4 საზენიტო რაკეტა გამოიყენეს.

უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ ძირითადი სამიზნე ზაპოროჟიეს ოლქში სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო.