ბაჩიაშვილი: ჩვენ ყოველთვის გვქონდა რუსული რეჟიმი ივანიშვილის სახით

ჩვენ ყოველთვის გვქონდა რუსული რეჟიმი ივანიშვილის სახით, არასოდეს არ ყოფილა დემოკრატი, ეს იყო უბრალოდ ფასადური. რამდენადაც სჭირდებოდა თავისი დიქტატორული და ავტოკრატიული მისწრაფებების გამოვლენა იმ სიჩქარით ავლენდა. რამდენადაც იძაბებოდა მის წინააღმდეგ სიტუაცია, რამდენადაც ხალხის უკმაყოფილება იზრდებოდა, ის პროპორციულად ზრდიდა დიქტატორულ მარწუხებს.

ახლა მისი დაჩქარებული მოქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ მას ხელში კარტი აღარ უჭირავს, გადასულია პირდაპირ მუქარაზე, შანტაჟზე და ხალხის დაკავებაზე.

თქვა ფორმულას ეთერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.