ოკუპანტებმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა ხერსონის ოლქზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

რეგიონის სამხედრო მეთაური ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, რომ რუსებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქს ცეცხლი 61-ჯერ გაუხსნეს, ხოლო უშუალოდ ქალაქს 36-ჯერ.

თავდასხმის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო დაწესებულების შენობა.