ზელენსკი: ევროპელი მეგობრებისა და აშშ-სგან კარგი სიგნალები გვაქვს

ზელენსკი: ევროპელი მეგობრებისა და აშშ-სგან კარგი სიგნალები გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა მომავალ კვირას გაგრძელდება და უკრაინის მთავრობა, ვაშინგტონისა და ევროპელი სახელმწიფოებისგან "კარგ სიგნალებს" იღებს.

იგი ასევე ადასტურებს, რომ გრძელდება აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდება.

"ჩვენ გვაქვს უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები - კარგი სიგნალები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩვენი ევროპელი მეგობრებიდან. ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ მიწოდება განახლდა. მომავალ კვირას ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამერიკულ მხარესთან სამხედრო დონეზე, მათ შორის ჩვენი ჯარების გენერალ [კიტ] კელოგთან ერთად.

ასევე ვამზადებთ ახალ ევროპულ თავდაცვის პაკეტებს. სანქციების სახით, მალე ველით მკაცრ ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ ამ ომისთვის ზეწოლამ უნდა იმუშაოს", - თქვა ზელენსკიმ.