ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება დაამტკიცა

ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება დაამტკიცა

The Times of Israel წერს, რომ ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ღაზას სექტორში ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის მთავრობამ ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა.

შეთანხმებას ხმა ისრაელის მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობამ მისცა, მათ შორის იმ მინისტრებმაც, ვინც ადრე მას ეწინააღმდეგებოდა.

მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა.

ამასთან, ისრაელი ღაზის სექტორში 24 საათის განმავლობაში უკან დაიხევს წინასწარ შეთანხმებულ საზღვრებამდე. ამის შემდეგ 72 საათის განმავლობაში, ჰამასი გაათავისუფლებს ყველა ისრაელელ მძევალს, ცოცხალსა და გარდაცვლილს. ასევე, ისრაელი გაათავისუფლებს პალესტინელ პატიმრებს.