დღეს რუსებმა ხარკივს მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 4, მათ შორის 14 წლის მოზარდი, რომელიც დაბომბვის დროს ეზოში იმყოფებოდა. დაშავდა 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.
როგორც ცნობილია, ცეცხლი გაუჩნდა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა.