ოკუპანტების მიერ ხარკივზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ოკუპანტების მიერ ხარკივზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

დღეს ოკუპანტებმა ხარკივზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ასევე დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ოკუპანტებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ქალაქის ორ უბანში მიიტანეს.

მომხდარის გამო, ქალაქის მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ასევე, გაჩერებულია მეტროსა და სახმელეთო ელექტროტრანსპორტის მოძრაობა.

"ვმუშაობთ მარშრუტებზე ავტობუსების განთავსებაზე", - დასძინა მერმა.