სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია.
მათი განცხადებით, ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
სუს აღნიშნავს, რომ ახალკაცისა და მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.