
მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებულ აქტივისტს, ჟურნალისტ ნიკა კაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პაემნის უფლების გამოყენებას უზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას რეჟიმის პატიმრის, ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"ნიკუშას დასტურს არ ეუბნებიან პაემანზე, ჩვენ ვრეკავთ ცხელ ხაზზე რომ გავარკვიოთ დრო და თარიღი და ახალი ბრძანება გვაქვს არ გავცემთ მაგ ინფორმაციასო.
კიდე ბევრი დეტალია რასაც ნიკუშას წერილებში ვკითხულობ და პირობას ვდებ მაგრად განანებთ ყოველ თქვენს საქციელს!!!
ბრძოლა არის და იქნება ბოლომდე", - წერს პატიმრის ოჯახის წევრი.
***
2024 წლის 7 დეკემბერს ნიკა კაცია დააკავეს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.