
ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, 46 ადამიანი დაშავებულია.
რუსეთის საოკუპაციო არმიამ ოდესაზე თავდასხმა დღეს განახორციელა. თავდაპირველად, ამის შესახებ ინფორმაცია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა გაავრცელა.
დაღუპულთა შორის 7 სამაშველო სამსახურის თანამშრომელია. ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები.
16 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.