რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის ცნობით, ოდესაში, რუსული თავდასხმის შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. არიან დაშავებულებიც, რომლებსაც სამედიცინო დახმარებას უწევენ.
კიპერი ამბობს, რომ ამჟამად ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ, რომელიც სარაკეტო თავდასხმას მოჰყვა.
საჰაერო განგაში, რომელიც ოდესასა და ოდესის რეგიონში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, გაუქმებულია.