ოდესაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
კლიმენკოს თქმით, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს - დედა და 4 თვით ბავშვი, ასევე ახალგაზრდა ქალი. ამ დროისთვის თავდასხმას ჯამში 2 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.