ნორვეგიის საგარეო: მოვუწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

ნორვეგიის საგარეო: მოვუწოდებთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"გამორჩეული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა ერთ-ერთი მაგალითია მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და მომიტინგეების მიმართ მკაცრი რეპრესიების. მოვუწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ"- ნათქვამია განცხადებაში.

ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელი მე-18 დღეა ციხეში შიმშილობს.

***

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

16 იანვარს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.