ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 4

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 4

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 4.

ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ის პრესსამსახურში ფორმულას განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.