
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვივამედის დირექტორის ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე სამართალდამრღვევად ცნო და 2 800 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო.
ნინო ნადირაძე პატიმარს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თემურ ქათამაძე კი მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარობს. მისი თქმით, კამათი მასსა და ვივა მედის დირექტორს შორის მკურნალობის მეთოდზე მოხდა.
პატიმარი მიიჩნევს, რომ მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდი არ იმართება შესაბამისი პროტოკოლით.
მისი თქმით მასზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც დაგეგმა მიგრაციის დეპარტამენტმა და მასში მონაწილეობდა "ვივა მედიც".
ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა.