როგორ ეხმაურება ნიკო მანაგაძე მის წინააღმდეგ აგორებულ პროპაგანდას. სტუდენტის დედასთან ინტერვიუს ავრცელებენ სამთავრობო არხები, კონტექსტი ისაა, რომ სამოქალაქო აქტივისტი ენჯეოებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდად წარმოადგინონ. სამთავრობო არხების ჟურნალისტები დედას უსვამენ კითხვას, უკავშირდება თუ არა მანაგაძეზე თავდასხმა ნაციონალურ მოძრაობას, რაზეც ქალი ეუბნება, რომ არ გამორიცხავს. დედა პრემიერთან შეხვედრას მოითხოვს. ცნობისთვის სწორედ კობახიძე დაესხა თავს ნიკო მანაგაძეს პირდაპირ ეთერში, რამდენიმე დღის შემდეგ კი ახალგაზრდაზე ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა. არავინ დასჯილა.