ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ყინვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - წერია განცხადებაში.