ნეთანიაჰუსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ნეთანიაჰუსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მედიის ცნობით, საუბარი გუშინ დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა.

"პრემიერმა უკმაყოფილება გამოხატა რუსეთის წარმომადგენლების პოზიციის მიმართ ისრაელთან დაკავშირებით გაეროში. ამასთან, მან რუსეთ ირანთან თანამშრომლობის გამო მწვავედ გააკრიტიკა", - აცხადებს ისრაელის პრემიერის ოფისი.

კრემლის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა ღაზაში ისრაელის არმიის ქმედებებთან დაკავშირებით.

"აქცენტი გაკეთდა ისრაელი-პალესტინას კონფლიქტის ზონაში არსებულ მწვავე ვითარებაზე და კერძოდ, კატასტროფულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ღაზის სექტორში. ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა მისი პრინციპული პოზიცია ტერორიზმის ნებისმიერი გამოვლინების მიუღებლობის შესახებ", - აცხადებს კრემლი.