ნეთანიაჰუ: ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ახლო აღმოსავლეთში ისტორიის ახალი თავის დასაწყისია

სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა ახლო აღმოსავლეთში ისტორიის ახალი თავის დასაწყისია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონის სახის შესაცვლელად.

ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლა პირდაპირი შედეგია იმ დარტყმებისა, რაც ისრაელმა ჰეზბოლასა და ირანს მიაყენა. ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია გადამწყვეტია ირანის წინააღმდეგობის ღერძის შესუსტებისთვის.

ვინც ჩვენთან თანამშრომლობს, ის მოიგებს. ვინც ჩვენს წინააღმდეგაა, წააგებს. გოლანის მაღლობები სამუდამოდ იქნება ისრაელის სახელმწიფოს ნაწილი.

განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

***

ნოემბრის ბოლოს სირიაში ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს ღამით, აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ სირიის დედაქალაქი დამასკო მათი კონტროლის ქვეშ იყო.

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti-ის ცნობით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც დამასკო დატოვეს, მოსკოვში ჩავიდნენ.