ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა.
უხვი ნალექის გამო 7 თებერვალს, ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.
მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, გუშინ კი 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ღონისძიებაში 200-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა.