ნერგეეთში, კიდევ 1 ადამიანს ეძებენ - სამაშველო ღონისძიებაში 200-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს

ნერგეეთში, კიდევ 1 ადამიანს ეძებენ - სამაშველო ღონისძიებაში 200-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.

ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე კინოლოგთა ჯგუფია ჩართული.

***

უხვი ნალექის გამო 7 თებერვალს, ღამით სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი მოქალაქის ამოყვანა შეძლეს, გუშინ კი 8 ადამიანის ცხედარი იპოვეს.