პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს. ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ. ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს. მისი წართმევის უფლება არავის აქვს.
რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ოპერაციებს ევროკავშირის სამეზობლოში. საქართველოსა და მოლდოვაში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა ამის დასტურია. კრემლს არ სურს, რომ ამ ქვეყნებს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება მისცეს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაშალოს დემოკრატიული პროცესები..
წერს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა X-ზე