ნაციონალური მოძრაობა პროტესტით რეგიონებში გავიდა. კახეთში აქციები სიღნაღიდან დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით პარტიის წევრები და მხარდამჭერები მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. აცხადებენ, რომ აქციები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს და მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ წინააღმდეგობით ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია.