ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის ბრალდებით დაკავებულ მოქალაქე ზურა ნიჟარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია ფორმულას დაკავებულის ადვოკატმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ნიჟარაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ან მისი ანალოგის შეძენა/შენახვას გულისხმობს. ადვოკატის ცნობით, მას პროკურატურა ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობას ედავება, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნაწილში კი მოხმარებას.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის პირველი და 261-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტებითაც. ზურა ნიჟარაძის სასამართლო სხდომა 28 დეკემბერს არის ჩანიშნული.