ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია.

ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ქრობითი სამუშაოები.

უწყებაში ამბობენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.