ნადირაძე მოსკოვზე დრონებით თავდასხმაზე: ოდესის საპასუხოდ გააკეთეს, ვიტყოდი - ეს დასაწყისია

დასამალი არ არის - უკრაინული მხარეც არ უარყოფს, რომ უკრაინის სპეცოპერაცია იყო ეს, რაც ოდესაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხია... რუსები ახლა ისტერიკაში არიან. ჰგონიათ, რომ ეს დრონები იყო გაშვებული საიდანღაც, რუსეთის ტერიტორიიდან. არ უნდათ აღიარონ, რომ მათ უკრაინული დრონები ვერ დაიჭირეს და მათ ჩააღწიეს მოსკოვამდე... ეს დასაწყისია - მე ასე ვიტყოდი.

განაცხადა უკრაინაში ქართველმა მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოფო ზურაბიანის გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

უკრაინის ცნობით, ოდესაში რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.