მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება

მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ამ წუთბშიც მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე უნდა გამოეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ გამოკითხვაზე უარი თქვა. სავარაუდოდ, ირაკლი დგებუაძეს მომდევნო სხდომაზე დაკითხავენ.

დღეს გამოიკითხა აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია. მისი გამოკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოწმის სახით დაკითხვისას გრიგოლ ბესელიამ თქვა: ""ხმა ისეთი ხმა იყო, დარტყმის შემდეგ, მაგ ფაქტი შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. სამი-ოთხი კაცი დარჩა იმიტომ, რომ აქციის წევრებიც მაგას იძახდნენ, ჟურნალისტებიდან დაწყებული აქციის წევრებით და ლიდერები დამთავრებული ყველა იძახდა, რომ აპატიეთო ქალბატონსო ანერვიულებული იყო და ნუ შეეშალა, ვერ გიცნო ან რაღაც ეგეთი რაღაცა მოხდაო და ყველა მაგას იძახდა. ახლა პოლიციელს ხელი დაარტყა ეგრე არ ხდება რა".