მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმის პოლიციის უფროსის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. მუხლი "სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა" და არა "არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა". მზია ამაღლობელი სწორედ ამაზე მიუთიტებს, რომ მის მიმარტ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება უფრო მსუბუქი მუხლია. ჟურნალისტი შიმშილობს, კოლეგების თხოვნაა, რომ მან შეწყვიტოს პროტესტის ეს უკიდურესი ზომა.
პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს კიდევ ერთხელ გაიმარა აქცია.