მზია ამაღლობელის ადვოკატი: მისი ამოცანაა, რომ 4 მარტის სასამართლო პროცესს დაესწროს

მზია ამაღლობელის ადვოკატი: მისი ამოცანაა, რომ 4 მარტის სასამართლო პროცესს დაესწროს

მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება და 4 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრება სურს.

ამასთან, ადვოკატის თქმით, "სავალდებულო გადასხმები, ვთქვათ, ეს გააძლებინებს კიდევ რაღაც პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა".

"ეს ადამიანი წევს. მისი სიცოცხლე რომ შენარჩუნებული იქნას, ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. მისი პოზიცია არის, სამწუხაროდ, და ეს დღეები მუდმივად ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, რამდენად ეს შესაძლებელი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ სანამ ამ კლინიკაში კვლევები უტარდებოდა და ეს აუცილებელი და სავალდებულო გადასხმები, ვთქვათ, ეს გააძლებინებს კიდევ რაღაც პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა", - განაცხადა მწარიაშვილმა მედიასთან.